logo
ENG



"საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გადადგა

25 მაი 202414:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/25/vhc7ogsza96hun6.jpg

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს.

"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს-განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს გელაშვილი.

მირზა გელაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2021 წლიდან ეკავა.


close დახურვა